Our Story
სოლ . SOL ეს არის სივრცე, პეტრიაშვილის 28 ნომერში, All Day Breakfast & cocktails, რომლის შექმნის იდეა მეგობრებს მოგზაურობს დროს გაუჩნდათ... აქ, ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა მიირთვან საუზმე დღის ნებისმიერ დროს, იკვებონ მსუბუქად და ჯანსაღად, დააგემოვნონ გემრიელი დესერტები, სხვადასხვა სიძლიერის არომატული, ალკოჰოლური კოქტეილები, დადებითად დაიმუხტონ მთელი დღის მანძილზე ფერად და სასიამოვნო გარემოში. სოლში გვჯერა, რომ დილა მთელი დანარჩენი დღის განმსაზღვრელია, ხოლო კვების რუტინა საქართველოში, არ მოიცავს საუზმის მკაფიოდ ჩამოყალიბებულ რიტუალს. ამიტომაც, განვიზრახეთ ქართული საუზმობის კულტურის შექმნა-განვითარება, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი მხრივ, დღის საუზმით დაწყება ცხოვრების წესად უნდა ვაქციოთ ჩვენი სტუმრებისთვის, მეორე მხრივ კი, წავშალოთ პირობითი დროითი ჩარჩოები და ადამიანებმა დღე საუზმით მაშინ და ისე დაიწყონ, როგორც მათთვისაა უფრო მოსახერხებელი.